„გავერთიანდით უკრაინისთვის!“ - საწირის საჯარო სკოლაში უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირის საჯარო სკოლა უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.
სასკოლო საზოგადოების: პედაგოგების, მოსწავლეების და მშობლების ერთობლივი ძალისხმევით უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა.
„ჩვენც გავერთიანდით უკრაინისთვის! საწირის საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ვგრძნობთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და თანავუგრძნობთ მოძმე ერს საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მცირედით, ასე გამოვხატავთ თანადგომას! ჩვენ სწორად ვითავისებთ მთავარ დევიზს - „ძალა ერთობაშია“. მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ გააზრებული და გულთბილი მხარდაჭერისთვის! ერთობა ღვთისაა! მშვიდობა უკრაინელ ხალხს! გმირია ის, ვინც დამოუკიდებლობისა და სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძვის! მშვიდობა და გამარჯვება უკრაინას!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: