
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ხეები დარგეს.
მოსწავლეთა გარემოსდაცვითი აქტივობის თემა გახლდათ - „გაუფრთხილდეთ დედამიწას“. მოსწავლეები აქტივობაში, მასწავლებელ ელისო ჩუბინიძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
„პატარებმა დარგეს თითო ძირი ხე და ამით მოუწოდეს სხვებს მიბაძონ მათ. დარგონ თითო ძირი ხე და გადაარჩინონ დედამიწა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: