
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგ ანნა პეტროსიანის და სამოქალაქო კლუბის ინიციატივით, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა.
ყველა ღონე იხმარეს მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედებითი უნარების წარმოსაჩენად, რათა სკოლის ყველა მოსწავლეს გაეაზრებინა ამ დღის მნიშვნელობა. მე-9 კლასის მოსწავლეები მეოთხეკლასელებს დაუნის სინდრომისა და ჭრელი წინდების კამპანიის შესახებ ესაუბრნენ და აღნიშნეს რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე 21 მარტს აღინიშნება. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
იხილეთ ფოტოები: