ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედებისთვის მისალოცი ვიდეორგოლი ჩაწერეს
28-03-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში დედის დღე აღინიშნა. 

მესამე კლასის მოსწავლეებმა ამ თარიღთან დაკავშირებით, მისალოცი ბარათები დაამზადეს, დედებს სიმღერები მიუძღვნეს, კედლის გაზეთი დაამზადეს და მისალოცი ვიდეორგოლი გადაიღეს.

მოსწავლეები ამ აქტივობაში, პედაგოგ ლანა კაკაჩიას ხელმძღვანელობით, მონდომებით, ინტერესითა და სიყვარულით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და მშობლებს 3 მარტი მიულოცეს. 

„საკლასო სივრცეში ჩაწერეს ვიდეო, სადაც მოსწავლეები თავიანთ მშობლებს ულოცავდნენ 3 მარტს. კლასის დამრიგებელმა ვიდეო-მილოცვები მშობლებს გაუზიარა კლასის დახურულ ჯგუფში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203