ხეობის საჯარო სკოლის ეზო მოსწავლეებმა დაასუფთავეს და გაამწვანეს
28-03-2022
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორია დაასუფთავეს და ხეები დარგეს.
მოსწავლეებმა ეზო გაასუფთავეს, ნერგებისთვის ადგილები შეარჩიეს და გარემოს გამწვანებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.
აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩერთნენ. მოსწავლეები ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობას კარგად აცნობიერებენ.