„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ნუ დაითვლით თქვენც!“- გომარდულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოწოდება
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სკოლაში საინფორმაციო კამპანია - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ნუ დაითვლით თქვენც“, გაიმართა. დარიგდა ბუკლეტებიც. მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, ნამუშევარი შექმნეს და დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს.
ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
„21 მარტს, ყოველწლიურად, მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად ერთიანდება. ამ კამპანიას შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულის საჯარო სკოლის მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად შეუერთდნენ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: