ქვემო მახოს საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე ელენე ნოღაიდელმა მხატვრული კითხვის კონკურსში გაიმარჯვა
28-03-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას მუდამ სიხარულითა და ამავდროულად, სიამაყით უზიარებს.
ამჯერად, სკოლის VI კლასის მოსწავლემ, ელენე ნოღაიდელმა მხატვრული კითხვის კონკურსში გაიმარჯვა. კონკურსი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.
ნიჭიერმა მოსწავლემ ბელა ქებურიას ლექსი - „წუხელის წვიმდა“ წაიკითხა და ჟიურის თითოეული წევრი აღაფრთოვანა.
აღსანიშნავია, რომ ელენეს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი სალომე ლორთქიფანიძე გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის