ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კლუბმა - „ეს ჩემი უფლებაა“ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
28-03-2022
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეთა კლუბმა - „ეს ჩემი უფლებაა“ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც ადამიანთა ძირითადი უფლებებისა და თავის უფლებების საყოველთაოდ აღიარებულ შეთანხმებებზე, მათი დაცვისა და პრევენციული ზომების გატარების შესახებ ისაუბრეს. მათ ასევე, მოსწავლეთა მიერ შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „სმაილი“ ნახეს.

აღსანიშნავია, რომ კლუბის ხელმძღვანელი ისტორიის პედაგოგი მადონა გოგიტიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203