„აჩუქე დედამიწას 1 საათი!“- აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით თემაზე ღონისძიება გაიმართა
28-03-2022

„დედამიწის საათთან“ დაკავშირებით, აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს ამ დღისადმი მიძღვნილი პოსტერები, პრეზენტაციები, უმცროსკლასელებს კი ჩაუტარდათ საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა.

„დედამიწის საათი“ პლანეტის დასაცავი ყოველწლიური ღონისძიება, რომელშიც მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მონაწილეობს. ჩვეულებრივ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ამ ღონისძიებას ერთი საათით სინათლის გათიშვით უერთდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203