„გამოცნობანა“- წესის საჯარო სკოლაში მათემატიკაში კონკურსი ჩატარდა
28-03-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში ამჯერად, მათემატიკაში საგაზაფხულო კონკურსი - „გამოცნობანა“ ჩატარდა.
კონკურსმა ძალიან სახალისოდ და საინტერესოდ ჩაიარა. ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული.
მოსწავლეები ორ ჯგუფად დაიყვნენ და ლიდერული უნარები გამოავლინეს. გუნდებს მარტივი ამოცანების ამოხსნის შემდგომ ასო-ბგერა გადაეცემოდათ, რის შემდეგაც დაშიფრული ფრაზა - „ყველა სიკეთის დედაა ქალი, ქალი სიცოცხლის ჯადოქარია!“ შეადგინეს.
კონკურსის ბოლოს კი მოსწავლეებმა პედაგოგებსა და სკოლას მისალოცი ბარათი გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მათემატიკის მაძიებელი პედაგოგის, მერი თორთლაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.