თბილისის N119 საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციაში ჩაერთო
28-03-2022

თბილისის N119 საჯარო სკოლა მოძმე უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

სკოლა უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად აქტიურად ჩაერთო ჰუმანიტარულ აქციაში.

სასკოლო საზოგადოებამ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად შეაგროვა საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, თბილი ტანსაცმელი და სხვა ნივთები.

„ეს ყველაფერი დღეს გადავახარისხეთ და მივიტანეთ ადგილზე, საიდანაც მოხდება გადაგზავნა. ჩვენ გვჯერა, თანადგომით დავამარცხებთ ბოროტ ძალას და კვლავ აღორძინდება ულამაზესი უკრაინული ქალაქები და სოფლები!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203