ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში პროექტი - „კულტურათა დიალოგი ჩვენს ქალაქში“ ხორციელდება
28-03-2022
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სახის პროექტები ხშირად ტარდება და ბავშვებიც, თავის მხრივ მუდამ დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

სკოლაში ამჯერად, პროექტი - „კულტურათა დიალოგი ჩვენს ქალაქში“ ხორციელდება.

პროექტის მონაწილეები ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვივნენ.

„წლების განმავლობაში ქართველ ხელოვანებთან ერთად ქალაქისა თუ თეატრის შთამბეჭდავ ისტორიას წერდნენ სხვა ეროვნების ჩვენი თანაქალაქელები; სწორედ ეს ისტორიები მოისმინეს მოსწავლეებმა თეატრში სტუმრობისას, ისაუბრეს მსახიობებთან, დაათვალიერეს საამქრო, სადაც მზადდება სპექტაკლის დეკორაციები, დაესწრნენ რეპეტიციებს და სპექტაკლს. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დგამენ სასკოლო სპექტაკლს - HELLADOS, ამიტომ მსახიობებთან შეხვედრები რჩევების მიღების მიზნით კვლავ გაგრძელდება, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203