„დედამიწავ, გაიღიმე, გაიღიმე“- აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში „დედამიწის საათს“ აქტივობა მიეძღვნა
25-03-2022
აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში „დედამიწის საათს“ აქტივობა მიეძღვნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, უფროსკლასელებმა პლაკატები შექმნეს, უმცროსკლასელებმა კი თავიანთი ნახატები წარადგინეს.
სკოლაში ეს თარიღი ტრადიციულად, ყოველ წელს აღინიშნება. მის მიმდინარეობაში კი მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
„25 მარტს, საქართველოს დროით 20:30 -დან 21:30- საათამდე მსოფლიო „დედამიწის საათს" უკვე მეათედ აღნიშნავს. ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს ამბობს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს. ღონისძიების ორგანიზატორი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდია (WWF). დედამიწავ, გაიღიმე, გაიღიმე“,- წერის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის