ნაკაიძეების საჯარო სკოლა უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციაში ჩაერთო
25-03-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკაიძეების საჯარო სკოლა უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.

სკოლამ უკრაინელი ხალხისადმი თანადგომის ნიშნად პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა და გადაწყვიტა უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციაში ჩართულიყო.

სასკოლო საზოგადოებამ მეგობარი უკრაინელი ხალხისადმი საკუთარი სოლიდარობა ამ გზით გამოხატა.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ პედაგოგსა თუ მოსწავლეს მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გული შესტკივა და უთანაგრძნობს.

​იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203