ზედა სამების საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციაში აქტიურად ჩაერთო
25-03-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლა უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.
სასკოლო საზოგადოება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და თანადგომის ნიშნად საქველმოქმედო აქციაში აქტიურად ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლებმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრმა უკრაინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების საგნები: ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები, საკვები პროდუქტები და თბილი ტანსაცმელი შეაგროვეს.
აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარების საგნები ახალგაზრდობის რეგიონალურ ცენტრს ბათუმში 23 მარტს მიეწოდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის