ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ამ დღის აღნიშვნას სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები შეუერთდნენ. მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს, ხელებზე ფერადი წინდები ჩაიცვეს და დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს.
ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
„მსოფლიოში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 2006 წლიდან აღინიშნება. საქართეველოში კი 2011 წლიდან.
ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებს მიეწოდათ საჭირო ინფორმაცია და თავიანთი სოლიდარობით უფრო მეტად გააფერადეს სამყარო“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: