ქობულეთის N1 საჯარო სკოლაში უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს
25-03-2022
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქობულეთის N1 საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

სკოლაში უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს. 

პედაგოგების მიერ შეგროვილი თანხით პირველადი საჭიროების ნივთები, არამალფუჭებადი პროდუქტები და მედიკამენტები შეიძინეს. შემდეგ კი საგანმანათლებლო რესურსცენტრში მიიტანეს, საიდანაც უკრაინაში გაგზავნას უზრუნველყოფენ. 

სკოლაში ამბობენ, რომ უკრაინას ჰუმანიტარულად იქამდე დაეხმარებიან, სანამ ეს დასჭირდებათ.

ამ ღონისძიებაში ყველა პედაგოგი დიდი მონდომებით ჩაერთო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203