„დავითვალოთ სიყვარული და სიკეთე“- აჭყვისთავის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა
25-03-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მე-9 კლასში ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრა ჩატარდა, მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევარი შექმნეს, ხელებზე ფერადი წინდები ჩაიცვეს და მთავარი გზავნილი - „დაუნის სინდრომის მქონე პირები ჩვენი მეგობრები არიან და მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, გააჟღერეს.
„დავითვალოთ სიყვარული და სიკეთე“ - წერია მათ მიერ შექმნილ პლაკატზე.
ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.