
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს, უკრაინას და უკრაინელ მოსწავლეებს.
მოსწავლეებმა პატივი მიაგეს, უკრაინულ ჰიმნსა და დროშას. ასევე შეაგროვეს ჰუმანიტარული დახმარება სურსათის სახით, რაც უახლოეს დღეებში გადაიგზავნება უკრაინაში.
მოსწავლეები გმობენ ომს და უკრაინელ ხალხსა და მსოფლიოს მშვიდობას უსურვებენ.
„არა ომს! მშვიდობა უკრაინას! მშვიდობა საქართველოს!“- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.
იხილეთ ფოტოები: