„სულხან-საბა ორბელიანის სამი იგავი“ - გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია
25-03-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში დაწყებითი საფეხურის მე-4 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „სულხან-საბა ორბელიანის სამი იგავი“ კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გააკეთეს.

ნიჭიერი მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი კი ლალი ჩინჩალაძე გახლავთ.

„მოსწავლეებმა ნათლად წარმოაჩინეს შესწავლილი იგავ-არაკების მთავარი აზრი და ძირითადი სათქმელი. იგავებში გადმოცემული აზრი დაუკავშირეს რეალურ ცხოვრებას. ხალისით წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები, შეაფასეს ნაშრომები და მოისმინეს მასწავლებლის კომენტარები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203