ასურეთის საჯარო სკოლის პედაგოგმა, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა
25-03-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა, მანანა წულუკიძემ მე-6, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებთან ერთად დისტანციურ რეჟიმში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე ლოზუნგით - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ აღნიშნა.

პედაგოგმა მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა და არსებული მითები დაამსხვრია.

„აუცილებელი და მნიშვნელოვანია, დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების განვითარების მხარდაჭერა, სრულფასოვანი და თანაბარუფლებიანი გარემოს შექმნა. მოსწავლეებმა გამოფინეს დღის სიმბოლო - ჭრელი წინდები და სხვ. აქტივობები მიმდინარეობდა დისტანციურად“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203