ახალციხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მძლეოსნობის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილები დაიკავეს
25-03-2022
ახალციხის N3 საჯარო სკოლაში ბევრი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას მუდამ სიხარულით უზიარებს. ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა მძლეოსნობაში წარმატებას მიაღწიეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს.

საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით თბილისში 19 მარტს, დახურულ დარბაზში ჩატარდა საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი (2006წ, 2007წ, 2008წ) მძლეოსნობაში, რომელშიც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

I ადგილი დაიკავა მე-11 კლასის მოსწავლემ, ასია ჩარუხჩიანმა, III ადგილზე გავიდნენ მე-9 კლასის მოსწავლეები - გევორქ სარქისიანი და აშოტ ხაჩატურიანი.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის სპორტის მასწავლებელს, გევორქ სარქისიანს და ყველა მონაწილეს. თითოეულ მათგანს წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203