
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში „დედამიწის საათს“ ღონისძიება მიეძღვნა.
ბუნების მასწავლებელი ფიქრია სტურუა მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და დედამიწის ბუნებრივი რესურსების მოფრთხილების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.
მოსწავლეებმა მასწავლებლის მითითებით შექმნეს „დედამიწის საათისთვის“ მიძღვნილი პატარა სლაიდები და დიდ ფორმატზე გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება.
„დედამიწის საათი“ პლანეტის დასაცავი ყოველწლიური ღონისძიება, რომელსაც მთელი მსოფლიო მარტის თვეში უერთდება.
იხილეთ ფოტოები: