
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლიზა ცხადაბერიძესთან და ხელოვნების მასწავლებელ ეკატერინე იოსელიანთან ერთად პროექტი - „მშვიდობა უკრაინას“ მოამზადეს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა საკლასო ოთახში წაიკითხეს ლექსები, საკუთარი ხელით დაამზადეს პოსტერები და ამით თანაგრძნობა გამოხატეს უკრაინელი თანატოლების მიმართ.
იხილეთ ფოტოები: