„აჩუქე ერთი საათი დედამიწას“ - აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
25-03-2022

„აჩუქე ერთი საათი დედამიწას“- ამ სახელწოდების შთამბეჭდავი ღონისძიება ჩატარდა აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში.

სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია დედამიწის საათის შესახებ.

ღონისძიება გეოგრაფიის მასწავლებელ ნატო ესართიას და მე-5 და მე-7 კლასის მოსწავლეების თაოსნობით გაიმართა.

„ღონისძიების მიზანი იყო - მწვანე და მსოფლიოს უსაფრთხო მომავლის მიმართ საკუთარი თანადგომის გამოხატვა .

„დედამიწის საათი“ მსოფლიოს მასშტაბით იმართება და კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და გარემოს სასარგებლოდ შეცვლას ემსახურება. სკოლის მოსწავლეებმა ყველა თანატოლს მოუწოდეს დაეზოგათ ელექტროენერგია, რითაც დაღლილ დედამიწას გადარჩენაში დაეხმარებიან. ასევე არასასურველი ეკოლოგიური პროცესების შესაჩერებლად და ჩვენი საერთო სახლის -„დედამიწის“ სიცოცხლის შესანარჩუნებლად გაერთიანებისკენ მოწოდება გაავრცელეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203