შრომის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა
25-03-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევარი შექმნეს, ხელებზე ფერადი წინდები ჩაიცვეს და მთავარი გზავნილი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, გააჟღერეს.

ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს - გავუსვათ ხაზი ჩვენს მრავალფეროვნებას და არა განსხვავებებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203