როდინაულის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქტივობები ჩატარდა
25-03-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს საინტერესო და ამავდროულად, შემეცნებითი აქტივობები ეძღვნება.
სკოლაში ამჯერად დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით აქტივობები ჩატარდა.
აქტივობების ფარგლებში მოსწავლეებმა თემატური პლაკატები შექმნეს და სხვადასხვა საინტერესო თუ მნიშვნელოვან ინფორმაციას გაეცნენ.
შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის