ვაზიანის საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას შეუერთდა
25-03-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლა უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.

სასკოლო საზოგადოება, ვაზიანის მოსახლეობასთან ერთად უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობით გაერთიანდა.

ერთობლივი ძალისხმევით ჰუმანიტარული დახმარება: პირველადი მოხმარების ნივთები, საკვები პროდუქტები, მედიკამენტებით და ტანსაცმელი შეგროვდა.

„იმედი გვაქვს პატარა წვლილი შევიტანეთ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203