ქორეთის საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო
25-03-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლაში უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.

სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, 23 მარტს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად თანხა (713 ლარი) გადარიცხეს.

სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს შესტკივა გული მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. 

სკოლაში გმობენ ომს და უკრაინასა და მსოფლიოს მშვიდობას უსურვებენ. 

„მშვიდობა უკრაინელ ხალხს, მშვიდობა საქართველოს და მთელ მსოფლიოს!“- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203