„სვანური სამზარეულოს დღე“ დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში
25-03-2022
დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, ისტორიის პედაგოგმა მარინა გიგდელიანმა მე-5 კლასელებს პროექტი კონკურსი - „სვანური სამზარეულოს დღე“ შესთავაზა.
კონკურსში სამი გუნდი: სვანი გურმანები, პატარა სვანი შეფები და ARMI შეფები მონაწილეობდნენ. მონაწილეებმა, კონკურსის ფარგლებში სვანური ტრადიციული კერძები მოამზადეს.
მოსწავლეების კერძები შეაფასა მასწავლებელთა სპეციალურმა ჟიურიმ. საერთო გადაწყვეტილებით სამივე გუნდი უმაღლესი ქულებით შეფასდა.
აღსანიშნავია, რომ თითოეულ მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
ისტორიის პედაგოგი კლასის ხელმძღვანელ ნანა კილაძეს დახმარებისათვის დიდ მადლობას უხდის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის