ქუთაისის N1 სკოლაში ტუბერკულოზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლექცია-სემინარი ჩატარდა
25-03-2022

24 მარტს ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში ტუბერკულოზის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, IX, X, XI კლასის მოსწავლეებისათვის ძალიან საინტერესო ლექცია-სემინარი ჩატარდა.

აღნიშნულ ლექციას უძღვებოდნენ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ დამფუძნებელი, ზაზა ლომინაძე და ამავე კლინიკის ტუბერკულოზის განყოფილების ხელმძღვანელი თამარ ჯანელიძე.

ლექცია საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203