ზედა ბზვანის საჯარო სკოლაში გაზაფხულს ღია გაკვეთილი მიეძღვნა
25-03-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზვანის საჯარო სკოლაში გაზაფხულის შემობრძანება და დღესასწაულები აღინიშნა.
სკოლაში ღია გაკვეთილი „გაზაფხული შემოსულა, ლენ“ გაიმართა.
აქტივობა დაწყებითი კლასის პედაგოგის ნინო ბოჭორიშვილისა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის დარეჯან ხურციძის ხელმძღვანელობითა და ინიციატივით გაიმართა.
მოსწავლეებმა გაზაფხულის, დედისა და ქალთა დღეებთან დაკავშირებით, ლექსები და ჩანახატები წაიკითხეს.
ისინი გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის