„სკოლათაშორისი პროექტი ბავშვებისთვის მნიშვნელოვან სათქმელს იტყვის“ - ქუთაისის N23 საჯარო სკოლაში პრეზენტაცია გაიმართა
ქუთაისის N23 საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებების შესახებ მიმდინარე სკოლათშორისი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი.
პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია კი გაიმართება 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღეს გაიმართება. მას აწსუ-ის ბავშვის უფლებათა ცენტრი უმასპინძლებს.
მიმდინარე პროექტში სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლაცაა ჩართული.
„სამი სკოლის ფარგლებში ერთდროულად განხორციელებული სკოლათშორისი პროექტი ბავშვთა უფლებებზე მრავალფეროვანი, საინტერესო აქტივობებითა და პროდუქტებით ისევ ბავშვებისთვის მნიშვნელოვან სათქმელს იტყვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: