ჭარნალის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს კლასის საათი მიეძღვნა
25-03-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, კლასის საათი ჩატარდა. 

მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ, მათ შორის პლაკატები დაამზადეს და ჭრელი წინდების კამპანიას შეუერთდნენ. 

„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“ „არავინ დატოვო მიღმა!“, „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“.„გადაწყვეტილება ჩვენზეა!“- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი. 

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე 21 მარტს აღინიშნება. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203