პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით საკითხებზე საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს
25-03-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის პედაგოგების ხელშეწყობით მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო თუ მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო და შემეცნებით აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში 21-22 მარტს გეოგრაფიის პედაგოგის ინიციატივით წყლის რესურსების დაცვისა და ტყის საერთაშორისო დღეები აღინიშნა.
IX და X კლასების მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, რომლებიც შემდგომ სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს. ბავშვებს ვრცლად ისაუბრეს წყლისა და ტყეების მნიშვნელობაზე; ასევე, ყურადღება გაამახვილეს ამ ორი მნიშვნელოვანი რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. დამსწრე საზოგადოებას მოუწოდეს წყლისა და ტყის რესურსების რაციონალური გამოყენებისკენ.
აქტივობას ფონად სლოგანი - „ვიზრუნოთ ბუნებაზე, რომ ვიცოცხლოთ“ გასდევდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის