„ადამიანი გაზეთის სვეტში“ - მელაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელთა მხარდასაჭერად კედლის გაზეთი გამოუშვეს
25-03-2022
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.

სკოლის, IX კლასის მოსწავლეებმა: ანი ფოცხვერიამ და ქეთი გეგეშიძემ კედლის გაზეთი შექმნეს, რომელიც უკრაინელი ხალხის თანადგომის ნიშნად შექმნეს.

„ოთარ ჭილაძის თეთრი ლექსი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“ გახდა ინსპირაცია ამავე სახელწოდების კედლის გაზეთის შექმნისა, რომელიც მელაურის საჯარო სკოლის IX კლასელებმა: ანი ფოცხვერიამ და ქეთი გეგეშიძემ, რუსული აგრესიის წინააღმდეგ, უკრაინელთა მხარდასაჭერად წარმოადგინეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203