„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“ - ბათუმის N25 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა გზავნილი
25-03-2022
ბათუმის N25 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, საინფორმაციო ღონისძიებებს უძღვნიან.

ამჯერად, IX კლასის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს და სლოგანის - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ ირგვლივ გაერთიანდნენ.

მოსწავლეებმა საინფორმაციო სპეციალური პლაკატები დაამზადეს და ასევე, ამ დღის სიმბოლო - ფერადი წინდები მოირგეს ხელებზე.

შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203