„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“- გუბის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა
25-03-2022
ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ აქტივობებში პირველი და მეშვიდე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. მათ ნამუშევარები შექმნეს, დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს და მთავარი გზავნილი - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“, გააჟღერეს. 

მოსწავლეები ამ აქტივობაში, პედაგოგების გვანცა ვაშაკიძისა და ნინო კაკაბაძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203