„ჩვენი კლასი“​ - იხტილის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა პლაკატი შექმნეს
25-03-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლში მოსწავლეების განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების გაძლიერებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, მეორე კლასის მოსწავლეებმა პლაკატი „ჩვენი კლასი“ შექმნეს. მათ პლაკატზე კლასის თითოეული მოსწავლის ფოტო და მათ შესახებ ინფორმაცია განათავსეს. 

მეორეკლასელები ამ აქტივობაში პედაგოგ ჟანნა ბახჩაგულიანის ხელმძღვანელობით დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203