„გამარჯვება უკრაინას“-  ქუტირის საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს
25-03-2022
აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს. 

ჩვენ მშვიდობა გვინდა, ვუერთდებით მშვიდობისმოყვარე ხალხს, არა ომს, გამარჯვება უკრაინას - სწორედ ეს იყო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების გზავნილი. 

სკოლაში მოეწყო უკრაინის მხარდამჭერი პერფორმანსი, დახატეს ნახატები, მოაწვეს გამოფენა და თავიანთი პოზიცია უკრაინისა და საქართველოს დროშებით ხელში დააფიქსირეს. 

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ.

„მოსწავლეებმა დახატეს დაბომბილი, დანგრეული ქალაქები, საბრძოლო ტანკები, თვალცრემლიანი ბავშვები, ატირებული დედები, ცეცხლმოკიდებული შენობები, მეტროში გაჩენილი ახალშობილები, თოვლიანი უკრაინა.... გაზაფხულის ყვავილებით შეკრეს თაიგულები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203