„ქალების როლი მშვიდობისა და დემოკრატიის საქმეში“ - წყალტუბოს N1 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია
25-03-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საინტერესო მოვლენების შესახებ, ყოველთვის მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება.
სკოლის მე-10ბ კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ქალების როლი მშვიდობისა და დემოკრატიის საქმეში“ პრეზენტაცია მოამზადეს.
„ქალთა ისტორიის თვე მსოფლიოს მასშტაბით ყოველი წლის მარტში აღინიშნება და მიზნად ისახავს ისტორიულ წარსულსა და თანამედროვე საზოგადოებაში ქალთა წვლილის, მიღწევებისა და მნიშვნელობის წარმოჩენას. ამ თემას მიუძღვნეს თავიანთი პრეზენტაცია თემაზე „ქალების როლი მშვიდობისა და დემოკრატიის საქმეში“ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-10ბ კლასის მოსწავლეებმა - ლიზა ჯომიდავამ და მარიამ ვეფხვაძემ (ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: თამილა თუთბერიძე, დამრიგებელი: თამილა თუთბერიძე). მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ის შთამაგონებელი ქალები, რომლებმაც პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მიღწევებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მშვიდობისა და დემოკრატიის პროცესში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის