„ჩვენ არავის ვტოვებთ მიღმა“ - რუსთავის N5 სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს
25-03-2022

რუსთავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

ღონისძიებები სკოლის დირექციის ინიციატივით დაიგეგმა და სკოლის თითქმის ყველა კლასი მოიცვა.

„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“, „ჩვენ არავის ვტოვებთ მიღმა“ - მოსწავლეებმა გზავნილები გააჟღერეს და სხვადასხვა აქტივობა მოაწყვეს. მათ შორის ჭრელი წინდების კამპანიას შეუერთდნენ და პლაკატები დაამზადეს. 

ასევე, სკოლის ფსიქოლოგმა მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე 21 მარტს აღინიშნება. 

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203