„დედამიწის საათი“ აფხაზეთის N3 სკოლაში - მოსწავლეები მსოფლიოს გარემოსდაცვით მოძრაობას უერთდებიან
25-03-2022
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო თუ მნიშვნელოვან მოვლენებს ყოველთვის მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.

სკოლაში ამჯერად - „დედამიწის საათი“ სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.

ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, ელისო ხაბეიშვილმა მე-2, მე-5 და მე-6 კლასებში აღნიშნულ თემაზე მოსწავლეებს პრეზენტაცია მოუწყო.

აქტივობის ფარგლებში ისაუბრეს „დედამიწის საათთან“ დაკავშირებულ ღონისძიებაზე, მის დაარსებასა და მნიშვნელობაზე.

„აქტივობის მიზანი იყო კლიმატის ცვლილებისა და ბუნების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება; ამ გამოწვევების წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებთან გაერთიანება, რადგან ჩვენი და ჩვენი პლანეტის მომავალი არსებითად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, ხოლო საფრთხე, რომლის წინაშე ვდგავართ - საერთოა.  დიდი ინტერესი გამოიწვია ამ თემის გაშლამ მოსწავლეებში. მზად არიან შეუერთდნენ აქციას, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგიის გამოყენების შეზღუდვას 25 მარტს 20:30 საათიდან 21:30 საათამდე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203