ლანჩხუთის N3 სკოლის ოთხი მოსწავლე მეწარმეობისთვის საჭირო უნარების განვითარების ტრენინგში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
25-03-2022
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე - მარიამ წილოსანი, მარიამ ბურძგლა, მარიამ ბაბუნაშვილი და რევაზ კუპატაძე პროექტში - „უნარები წარმატებისთვის“ აქტიურად ჩაერთნენ. მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს მეწარმეობისთვის საჭირო უნარების განვითარების ტრენინგში, რისთვისაც ჯილდოდ სერტიფიკატები გადაეცათ.
პროექტს - „უნარები წარმატებისთვის“ ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს, ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ პარტნიორებთან: საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტო, კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), და საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან - ერთად.
აღნიშნულის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმებას, სამეწარმეო და ბაზარზე ორიენტირებული უნარ-ჩვევების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში, 2022 წლის მარტიდან იქმნება „ახალგაზრდული ინოვაციური ლაბორატორია“. ლაბორატორიის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში გურიის რეგიონის: ლანჩხუთი, ჩოხატაური, ოზურგეთის სკოლებთან ერთად ჩართული არიან ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის