ხორშის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა დედებისთვის მისალოცი ვიდეორგოლები ინგლისურ ენაზე ჩაწერეს
25-03-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან ღონისძიებებს უძღვნიან.

ამჯერად, მესამე კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის გაკვეთილზე დედის დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნეს.

პატარებმა ინგლისურად მათთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებსა და მასწავლებლებს, დედის დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს.

შეგახსენებთ, რომ დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო.  აღსანიშნავია, რომ დედის დღის აღნიშვნას საუკუნოვანი ისტორია აქვს და სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ მოვლენებს უკავშირდება.

იხილეთ ვიდეომასალა:















 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203