„ჩვენ ვიყენებთ წყალს მიზნობრივად“- საცხენისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
25-03-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. პატარებმა თემის ირგვლივ საინტერესო თუ მნიშვნელოვანი მასალები მოიძიეს და ასევე, თემატური ნამუშევრები შექმნეს.
მოსწავლეები ლოზუნგის - „22 მარტი წყლის რესურსების დროა, ჩვენ ვიყენებთ წყალს მიზნობრივად“ გარშემო გაერთიანდნენ.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. 1993 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ეს დღე მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის