ლელიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს
25-03-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულად და მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს საინტერესო აქტივობები მიუძღვნეს: სკოლის ეზოში ცარცით შეასრულეს თემატური ნახატები და ასევე, კლასებში სხვადასხვა ღონისძიებები განახორციელეს.

შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203