„ძლევაი საკვირველი“​ - ლასურიაშის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
25-03-2022

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ძლევაი საკვირველი“ გაიმართა.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში წარსულის აღქმის, შეფასების, გააზრების უნარების განვითარება.

VIII კლასის მოსწავლე თეკლა ჩარკვიანმა გააკეთა პრეზენტაცია თემაზე - „დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს“. ასევე ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203