„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“- იდლიანის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევარი შექმნეს, დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს და მთავარი გზავნილი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, გააჟღერეს.
ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: