ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს
24-03-2022
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლაში უკრაინას სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს.
მოსწავლეებმა უკრაინელი ხალხისადმი თანადგომის ნიშნად სხვადასხვა საინტერესო აქტივობები განახორციელეს.
მოსწავლეებმა მეგობარი ქვეყნისადმი თანადგომის ნიშნად შექმნეს სპეციალური პლაკატები, მიუძღვნეს ნახატები და თანატოლებს, უკრაინელ ხალხს კეთილი სურვილები გაუგზავნეს.